loader

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სამართალდამცველების მობილიზება ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სამართალდამცველების მობილიზება ხდება

შენობასთან, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ნაციონალური გვარდიისა და სამართალდამცველების მობილიზება ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც „hromadske.ua“-ს კორესპოდენტი იუწყება, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდაცმველებს კოლონები აქვთ მოწყობილი.
გადაკეტილია გარკვეული ქუჩები.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.