loader

კადრები, რომლებშიც ჩანს, მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე მომხდარი აფეთქება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომლებშიც ჩანს, მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე მომხდარი აფეთქება

New York Post-ის ინფორმაციით, აფეთქება მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე მოხდა. ადგილზე პოლიცია, საგანგებო სამსახურები და გამნაღმველები არიან მობილიზებულნი.

„გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების გამო“ ნიუ-იორკის პოლიციამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შესახებ დასავლური მედია წერს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია ერთი ადამიანი.

თავის მხრივ, ნიუ-იორკის პოლიცია მანჰეტენზე, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, რასთან დაკავშირებული განცხადებაც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის „ტვიტერის“ მიკრობლოგში გამოქვეყნდა.

ასევე იხილეთ: LIVE: აფეთქება ნიუ-იორკში - მანჰეტენზე ევაკუაცია დაიწყო