loader

2017 წელს მსოფლიოში 97 ჟურნალისტი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2017 წელს მსოფლიოში 97 ჟურნალისტი დაიღუპა

2017 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში საერთო ჯამში 97 ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნული მონაცემები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-მა, ჟენევაში, ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციისას გამოაქვეყნა.

Press Emblem Campaign-ი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ქმედითი ზომები მიიღოს კონფლიქტის ზონებში ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, როდესაც 144 ჟურნალისტი დაიღუპა.

მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებს შორის დასახელებულია მექსიკა, სადაც ამა წლის იანვრიდან 14 ჟურნალისტი დაიღუპა, ერაყი (9 ჟურნალისტი), ავღანეთი (8 ჟურნალისტი), ინდოეთი (8 ჟურნალისტი) და პაკისტანი (8 ჟურნალისტი).