loader

მსგავსი კადრები ჯერ არ გექნებათ ნანახი: აშშ-ში ავტომობილები ყინულის სკულპტურებად იქცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსგავსი კადრები ჯერ არ გექნებათ ნანახი: აშშ-ში ავტომობილები ყინულის სკულპტურებად იქცნენ

აშშ-ში, აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი ABC იუწყება.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის გუბერნატორის, როი კუპერის განცხადებით, სტიქიამ უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს მიაღწია. ამავდროულად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ხუთი ათასზე მეტი რეისი გააუქმეს.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.