loader

ვინ არის საუდის არაბეთის 34 წლის პრინცესა, რომელსაც სურს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის საუდის არაბეთის 34 წლის პრინცესა, რომელსაც სურს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს

ამირა ალ ტავილი საუდის არაბეთის 34 წლის პრინცესაა, რომელსაც სურს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.

პრინცესა ამირა ლამაზი, თამამი და მიზანდასახული ქალია. ის ჩართულია ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საქმეში არა მხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. პრინცესა 70-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი, რათა თავად გაცნობოდა იქ არსებულ პრობლემებს და მათ მოგვარებაზე ეზრუნა.
პრინცესა ებრძვის სიღარიბეს და სტიქიური მოვლენების შედეგებს. მონაწილეობს საქველმოქმედო ორგანიზაციების ღონისძიებებში დასავლეთ აფრიკაში, დაეხმარა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს პაკისტანში, კემბრიჯის უნივერსიტეტში გახსნა ისლამური სწავლების ცენტრი...

ის ერთ-ერთი პირველი ქალი იყო საუდის არაბეთში, რომელმაც უარი თქვა აბაიაზე - გრძელ, განიერ კაბაზე, რომელიც მთელ სხეულს ფარავს.