loader

რატომ გასცა მელანია ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში 200-წლიანი მაგნოლიის მოჭრის ბრძანება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გასცა მელანია ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში 200-წლიანი მაგნოლიის მოჭრის ბრძანება

"აშშ-ის პირველმა ლედიმ გადაწყვიტა მაგნოლიის მოჭრა, რომელიც თეთრი სახლის ეზოში 1828 წელს დარგეს", - გვამცნობს Daily Mail-ი.

ხის მოშორება აშშ-ის ნაციონალური დენდრარიუმის სპეციალისტებმა ურჩიეს, რადგან გაარკვიეს, რომ მაგნოლია ზედმეტადაა დაზიანებული და ერთ დღესაც შესაძლოა, ჩამოიშალოს.

ექსპერტების რეკომენდაციის შემდეგ მელანიამ ხის მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. მის მოჭრას შემდეგ კვირაში გეგმავენ.

ხე, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზეა, თითქმის 200 წლისაა და მას "ჯექსონის მაგნოლიას" უწოდებენ.

ისტორიკოსების თქმით, აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა ცოლის, რეიჩელის საყვარელი მაგნოლიის ხის ნერგის გადარგვა ბრძანა.