loader

ავარიული დაშვება ტრაბზონის აეროპორტში: Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და ზღვიდან 10 მეტრში დაეშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარიული დაშვება ტრაბზონის აეროპორტში: Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და ზღვიდან 10 მეტრში დაეშვა

თურქეთში ტრაბზონის აეროპორტში თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გასცდა და ავარია განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი Haberturk ავრცელებს.

თვითმფრინავში 164 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი მსუბუქად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი მგზავრების ევაკუირება მოხდა.

ასევე იხილეთ: გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რა საშინელ კატასტროფას გადაურჩა თვითმფრინავი, რომელიც ზღვიდან 10 მეტრში ავარიულად დაეშვა