loader

ტრაგედია ყაზახეთში: ავტობუსში გაჩენილ ცეცხლს 52 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ყაზახეთში: ავტობუსში გაჩენილ ცეცხლს 52 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში, სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო "ყაზინფორმი" იუწყება.

"წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 52 ადამიანი, 5-მა კი ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. ავტობუსს ცეცხლი სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე, ქალაქ აქტობედან 320 კილომეტრში გაუჩნდა", - წერს სააგენტო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ექიმები, შექმნილია ოპერატიული შტაბი.