loader

"თქვენთან ძაღლსაც არ გამოვგზავნიდი" - 175-წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს, რომელმაც 150 ქალზე იძალადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენთან ძაღლსაც არ გამოვგზავნიდი" - 175-წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს, რომელმაც 150 ქალზე იძალადა

სპორტული მედიცინის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, აშშ-ის ქალთა ოლიმპიური გუნდის ყოფილი ექიმი ლარი ნასარი დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს. მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორს 40-დან 175 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 150-ზე მეტი ქალის სექსუალური შევიწროების გამო მიიღო.

ნასარმა საკუთარი სამედიცინო პოზიცია გამოიყენა იმისთვის, რომ გოგონებზე ეძალადა. სასამართლო სხდომაზე მსხვერპლებს მან ბოდიში მოუხადა. ამავე სხდომაზე მოსამართლე აქუილინამ ხმამაღლა წაიკითხა წერილი, რომელიც ნასარმა სასამართლოს ცოტა ხნის წინ გაუგზავნა. წერილში ექიმი აღნიშნავდა, რომ ქალები იტყუებოდნენ და მას არაფერი ჩაუდენია.

"მე კარგი ექიმი ვიყავი და ყოველთვის ეფექტიანად ვმკურნალობდი, ის ქალები კი, რომლებიც ახლა ძალადობაზე საუბრობენ, ყოველ ჯერზე ბრუნდებოდნენ ჩემთან", - წერდა ნასარი წერილში.

მოსამართლის თქმით, წერილი ადასტურებს, რომ ნასარს საკუთარი ბრალი არ გაუაზრებია.

"თქვენთან ძაღლსაც არ გამოვგზავნიდი", - უთხრა მას აქუილინამ. ბოლო 1 კვირის მანძილზე სასამართლოში ნასარის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე 156-მა მსხვერპლმა ისაუბრა. სრული ტექსტი იხილეთ ambebi.ge-ზე