loader

ამ შემთხვევამ მსოფლიო გააოცა - 101 წლის ქალმა მე-17 შვილი გააჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ შემთხვევამ მსოფლიო გააოცა - 101 წლის ქალმა მე-17 შვილი გააჩინა

101 წლის იტალიელმა ქალმა საკვერცხის გადანერგვის შემდეგ 4 კგ-იანი ბავშვი გააჩინა.

ზოგიერთმა ექიმმა ეს შემთხვევა გააკრიტიკა, რადგან ჩასახვა და მშობიარობა ამ ასაკისთვის შესაფერისი არ არის. საკვერცხის გადანერგვის ოპერაცია თურქეთის კლინიკაში, ექიმმა ალექსანდრ პოპოლიჩმა ჩაატარა - ევროკავშირში მსგავსი პროცედურების ჩატარება უკანონოა.

დედა, ანატოლია ვერტადელა, მისი მე-17 შვილის, ფრანჩესკოს დაბადებას "ღვთიური ძალის მტკიცებულებად" მოიხსენიებს.

ექიმი პოპოლიჩის თქმით, არავის აქვს ქალის განსჯის უფლება. ანატოლიამ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, რის გამოც ღმერთის მიმართ მადლიერება გვმართებს.

ვერტადელას ქმარი ჯერ კიდევ 1998 წელს გარდაიცვალა. მან სპერმის დონორი ინტერნეტის საშუალებით იპოვა. ის მამისგან ბავშის აღზრდაში მონაწილეობას არ ელის. გარდაცვლილ ქმარს სიყვარულში უტყდება და ამბობს, რომ სიკვდილამდე მისი ქვრივი დარჩება. ფეხმძიმობა კი უმაღლესი გეგმის შესასრულებლად სჭირდებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქალმა ასეთ ხანდაზმულ ასაკში ბავშვი გააჩინა. მანამდე უხუცეს დედად მალეგვალე რამოგკოპა ითვლებობა, რომელმაც 92 წლის ასაკში ტყუპი გააჩინა.