loader

დარიშხანიანი საბავშვო ტყლარწი, რომელთან შეხებაც კი საშიშია - ბრიტანეთში მწარმოებელს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარიშხანიანი საბავშვო ტყლარწი, რომელთან შეხებაც კი საშიშია - ბრიტანეთში მწარმოებელს ეძებენ

ბავშვებისთვის განკუთვნილი მაგნიტური ტყლარწი, სახელწოდებით Magnetic Putty, ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღეს - როგორც აღმოჩნდა, პროდუქტში დარიშხანის შემცველი ნივთიერება ნორმას შვიდჯერ აღემატება.

ექსპერტები შიშობენ, რომ ბავშვი იმ შემთხვევაშიც მოიწამლება, თუ ტყლარწს ხელით შეეხება. მაგნიტი კი 29-ჯერ აღემატება დაშვებულ მაგნიტურ ძალას და მისი გადაყლაპვა ბავშვისთვის ძალიან ადვილია. ამასთან, პროდუქტში შემავალი ტყვია ორჯერ აღემატება დასაშვებ ოდენობას.

ტყლარწზე მითითებულია, რომ არ არის განკუთვნილი 0-3 წლის ასაკის ბავშვებისთვის. შეფუთვაზე კი დატანილია წარწერა „არატოქსიკური“. მწარმოებლის და იმპორტიორის ვინაობა დადგენილი, ჯერჯერობით, არ არის.