loader

საუდის არაბეთში წყვილი ქუჩაში ცეკვის გამო დაიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუდის არაბეთში წყვილი ქუჩაში ცეკვის გამო დაიჭირეს

საუდის არაბეთში სამართალდამცველებმა დაიჭირეს წყვილი, რომელმაც ქალაქ აბჰაში, ქუჩაში იცეკვა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ცეკვა ქუჩაში გამვლელებმა ტელეფონებით გადაიღეს და ინტერნეტით გავრცელდა.

კონსერვატიულ სამეფოში ძალიან მკაცრი წესები არსებობს გენდერულ სეგრეგაციასთან დაკავშირებით, თუმცა კანონების შესამსუბუქებელი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო - მაგალითად, ქალებს მიეცათ ავტომობილის მართვის უფლება.

ვიდეოს ნახვის შემდეგ ასირის პროვინციის მმართველმა, პრინცმა ფაიზალ ბინ ხალედმა გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. პრინცის მედიისა და კომუნიკაციების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წყვილი დაკავებულია, მათ ბედს კი პროკურატურა გადაწყვეტს.