loader

დედამ ჯანმრთელ ბავშვს 13 ოპერაცია გაუკეთა და ყველას არწმუნებდა, რომ ის მძიმედ იყო ავად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედამ ჯანმრთელ ბავშვს 13 ოპერაცია გაუკეთა და ყველას არწმუნებდა, რომ ის მძიმედ იყო ავად

დედა, ჯერ ბოუენი ირწმუნებოდა, რომ შვილს გენეტიკური დაავადება ჰქონდა. შემდეგ დაიწყო ახალ-ახალი დიაგნოზების გამოგონება, სანამ ბოლოს სიმსივნე არ „დაუდგინა“. ბოუენმა დაიწყო ფულის შეგროვების კამპანია და 8 000 დოლარი დააგროვა.
თუმცა, რამდენიმე ექიმი ეჭვობდა, რომ დედა პროვოცირებას უკეთებდა ბავშვის ავადმყოფობებს, მაგრამ კრისტოფერმა მაინც გადაიტანა უამრავი არასაჭირო კვლევა და 13 ურთულესი ოპერაცია. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ინფექცია შეეჭრა და კინაღამ გარდაიცვალა.
გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მეურვეობის ორგანომ მიმართა დალასის საავადმყოფოს პერსონალს - სადაც კრისტოფერი მკურნალობდა. ბოუენის პათოლოგიური ტყუილი იქამდე მივიდა, რომ მან შვილი დონორის ორგანოების რიგში ჩაწერა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბავშვს არც ერთი „მოგონილი“ დაავადება არ აღმოაჩნდა.

არადა, პატარას ღრმად სწამდა, რომ მართლა ავად იყო - დედა ასე უმტკიცებდა მთელი ცხოვრება. ბიჭი ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა, ჟანგბადის ბალიშით სუნთქავდა, ზონდით იკვებებოდა...

დალასიდან ბავშვი სხვა ექიმებთან მიჰყავდა - ჰიუსტონში. იქ სხვა სიმპტომებს ასახელებდა და დაჟინებით ითხოვდა ბავშვის განკურნებას.

დალასის ბავშვთა კლინიკაში ექიმებმა სხვადასხვა ანალიზის შედეგები შეადარეს ერთმანეთს. ასევე, ბავშვის საერთო მდგომარეობა, გამოწერილი წამლების, მკურნალობის ისტორია და ეჭვი მაშინ გაჩნდა. ჩაერთო გამოძიება და აღმოჩნდა, რომ ბავშვს შეუძლია ნიღბის გარეშე სუნთქვა, ისე ჭამა, როგორც ყველა დანარჩენს. არც გაგუდვის შეტევები ჰქონდა და საერთოდაც, ჯანმრთელია.
"არადა, დედას გულწრფელად სჯეროდა, რომ ამ პროცედურების და ოპერაციების გარეშე მისი შვილი მოკვდებოდა..." - ამბობს გამომძიებელი.

ბოუენის საქციელი, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემით არის გამოწვეული. ეს მიუნჰაუზენის სინდრომს ჰგავს. ეს არის აშლილობა, რის დროსაც ადამიანი სტიმულირებს ან სპეციალურად იგონებს დაავადების სიმპტომებს. ამჟამად კეილინ ბოუენ-რაიტი ციხეშია, ხოლო კრისტოფერზე სოციალური მეურვეობის ორგანოები ზრუნავენ.