loader

ამჟამად კოსმოსში "ტესლას" ავტომობილი დაფრინავს და მანქანაში დევიდ ბოუის სიმღერაა ჩართული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამჟამად კოსმოსში "ტესლას" ავტომობილი დაფრინავს და მანქანაში დევიდ ბოუის სიმღერაა ჩართული

კომპანია Space X-მა ულტრამძიმე გადამზიდავი რაკეტა Falcon Heavy კოსმოსში წარმატებით გაგზავნა. რაკეტამ სტარტი კანავერალის კონცხიდან, ფლორიდიდან აიღო.

"წარმატებად ჩავთვლი, თუ რაკეტა სასტარტო მოედნიდან აფრინდება და ადგილზევე არ აფეთქდება. ეს ცოტა ნაკლებია ორ მილიონ კილოგრამზე ტროტილის ეკვივალენტში. თუ ის აფეთქდება, აქ ძალიან ცოტა რამე თუ გადარჩება", - აღნიშნა Space X-ის დამფუძნებელმა ელონ მასკმა რაკეტის გაშვებამდე.

ელიპტიკურ ორბიტაზე, რომელიც მზიდან მარსამდეა გადაჭიმული, ელონ მასკის პირადი მანქანა Tesla Roadster-ის წითელი კაბრიოლეტი გაგზავნეს. ავტომობილის საჭესთან ჩაფხუტიანი მანეკენი ზის, მანქანის მოწყობილობების დაფაზე კი ვკითხულობთ წარწერას "პანიკის გარეშე", დინამიკებიდან კი დევიდ ბოუის სიმღერა "Space Oddity" ისმის.

"ტესლას" მანქანაში სათვალთვალო კამერებია დამაგრებული, რომელიც მასკის თქმით, ეპიკურ კადრებს გადაიღებს. მისივე თქმით, მისი მანქანა მარსის ორბიტაზე ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში დარჩება.