loader

ტაივანში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შენობა ნახევრად მიწაში ჩაიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაივანში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შენობა ნახევრად მიწაში ჩაიტანა

ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 225-ს მიაღწია, გარდაცვლილია 4 ადამიანი. მთავრობის ბოლო მონაცემებით, 145 კი დაკარგულად ითვლება. უმეტესობა მოყოლილია შენობებში, მათ შორის, სამხედრო ჰოსპიტალში. მუშაობა გრძელდება დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოსაყვანად.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე, ხუთი სახლია სრულად და ნაწილობრივ დანგრეული, დაზიანებულია ხიდები, გზის საფარი, ტროტუარებზე ღრმა ნაპრალები გაჩნდა.


კადრები, რომლებიც შეგძრავთ: როგორ გამოიყურება სასტუმრო 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

ვრცელდება ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის ახალი ვიდეო კადრები