loader

სახლი ულამაზეს იტალიურ ქალაქში სულ რაღაც 1 ევროდ - ნახეთ, რა პირობები აქვს ქალაქის მერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახლი ულამაზეს იტალიურ ქალაქში სულ რაღაც 1 ევროდ - ნახეთ, რა პირობები აქვს ქალაქის მერს

თუ ოდესმე სურვილი გქონიათ, გეცხოვრათ ულამაზეს იტალიურ სოფელში, გაქვთ შანსი, ოცნება სულ რაღაც 1 ევროდ აისრულოთ. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ოლოლაიში, რომელიც სარდინიაზე მდებარეობს, 200 მიტოვებული სახლი 1 ევროდ იყიდება.

ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა ბოლო 50 წლის მანძილზე განახევრდა. ოლოლაიში ახლა 1300 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა შუახნის უშვილო წყვილები არიან. იმის გამო, რომ ქალაქში ყოველწლიურად ძალიან ცოტა ბავშვი იბადება, ოლოლაის მერმა გადაწყვიტა, მოსახლეობის ზრდას ხელი შეუწყოს და 2015 წელს "ერთევროიანი სახლების" სქემა შეიმუშავა. 

მყიდველებმა 3 წლის განმავლობაში უნდა გაარემონტონ ნაყიდი სახლი, რომელიც, უმეტესად, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. რემონტი დაახლოებით 30 ათასი ევრო დაჯდება.

ნაყიდი სახლის გაყიდვა კი, სურვილის შემთხვევაში, 5 წლის შემდეგ შეეძლებათ. მიუხედავად ამ ხარჯებისა, ოლოლაის მერი დარწმუნებულია, რომ ქალაქის სილამაზე და მდიდარი წარსული ხალხს მოიზიდავს.