loader

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა: საელჩო საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა: საელჩო საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. 2018 წელს აშშ-ის მთავრობამ მეორედ შეაჩერა მუშაობა მას შემდეგ, რაც სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა კენჭისყრა სენატში ორწლიან საბიუჯეტო გეგმაზე, რაც სახელმწიფო ხარჯების ზრდას ითვალისწინებს. მისი თქმით, შემოთავაზებული ზომები, რაც მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას გულისხმობდა კიდევ 6 კვირის მანძილზე, აშშ-ის სახელმწიფო დეფიციტს გაზრდიდა.

ოთხშაბათს დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ერთად მოამზადეს ბიუჯეტი, რომელიც სამხედრო და საშინაო დანახარჯებს 300 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდიდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ეს არ ითვალისწინებს სხვა სახის დანახარჯების შემცირებას ან ახალ შემოსავალს გადასახადებიდან, რაც სახელმწიფო დანახარჯის ზრდას ვალის საშუალებით გამოიწვევდა.

აშშ-ის სახელმწიფო ვალი ამჟამად 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დეკემბერში მიღებული საგადასახადო რეფორმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო ვალი 1.5 ტრილიონი დოლარით იზრდება.

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა 2018 წელს პირველად 19 იანვარს შეაჩერა, მაგრამ 23 იანვარს განაახლა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდა.