loader

გაიცანით, თანამედროვეობის გენიოსის, ილონ მასკის 69 წლის მოდელი დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით, თანამედროვეობის გენიოსის, ილონ მასკის 69 წლის მოდელი დედა

ილონ მასკის შესახებ მუდმივად საუბრობენ, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი რამდენიმე დღის წინ კვლავ მოექცა, როდესაც NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრის ასაფრენიდან კომპანიამ SpaceX რაკეტა Falcon Heavy გაუშვა.

ილონის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი დედაა, მეი მასკი, რომელიც ახალგაზრდობის წლებში მოდელი იყო და კარიერას დღემდე აგრძელებს. მეი 69 წლისაა. მას სამი შვილი ჰყავს - ილონი, კიმბელი და ტოსკა. მეი 1948 წელს დაიბადა სასკაჩევანში, მრავალშვილიან ოჯახში. 2 წლის იყო, როდესაც მშობლებმა სამხრეთ აფრიკაში გადაწყვიტეს საცხოვრებლად გადასვლა. დედა, ვინი და მამა, ჯოშუა ნორმან ჰალდემანი თავგადასავლების მოყვარულები იყვნენ და მუდმივად მოგზაურობდნენ შვილებთან ერთად.

1969 წელს მეი "მის სამხრეთ აფრიკის" ფინალში გავიდა, 1 წლის შემდეგ კი ეროლ მასკს გაჰყვა ცოლად - მასკი ინჟინერი იყო. წყვილს სამი შვილი ეყოლა.  მეი დიეტოლოგის პროფესიას დაეუფლა, მოგვიანებით კი, საცხოვრებლად ტორონტოში გადასვლის შემდეგ მან ნუტრიციოლოგია ისწავლა და მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

1979 წელს მეი და ეროლი ერთმანეთს დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ ილონმა გადაწყვიტა, მამასთან ერთად ეცხოვრა. ცოტა ხანში იგივე გადაწყვეტილება მიიღო კიმბელმაც. მოგვიანებით ილონმა განაცხადა, რომ დედის მიტოვებას საშინლად ნანობდა. იხილეთ სრული სტატია


ამჟამად კოსმოსში "ტესლას" ავტომობილი დაფრინავს და მანქანაში დევიდ ბოუის სიმღერაა ჩართული