loader

სროლა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინასთან - არიან დაჭრლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინასთან - არიან დაჭრლები

ვაშინგტონთან ახლოს სროლა იყო, - ამის შესახებ USA Today იუწყება.

ინფორმაციაში აღნშნულია, რომ სააგენტოს ჭიშკარს შავი ჯიპი შეეჯახა, რომელსაც საქარე მინაზე ნატყვიარები ჰქონდა. სხვადასხვა ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. სააგენტოში ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, რომელიც მათი ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია.

ამ დროისთის უცნობია, ვინ მონაწილეობდა სროლებში და არის თუ არა ფაქტი სააგენტოს პერსონალთან დაკავშირებული. ასევე უცნობია, რატომ იყო ჯიპი სააგენტოს შტაბბინასთან.

მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.