loader

გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, უფასო გახდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა, უფასო გახდეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლოა, უფასო გახდეს.

ამის მიზეზი კი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის მკაცრი რეგულაციებია, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ჰაერის დაბინძურება ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადის გაუქმებამ საბოლოოდ უნდა წაახალისოს გერმანელები, ხშირად ისარგებლონ ამ ტრანსპორტით და საკუთარი ავტომობილები დატოვონ სახლში.