X
დედის ემოციური მიმართვა ტრამპს - რას ითხოვს გამწარებული დედა, რომლის 14 წლის გოგონა ფლორიდელმა მსროლელმა მოკლა
15:32 / 18-02-2018
აშშ-ს ფლორიდის შტატში, პარკლენდის სკოლაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დამნაშავე 19 წლის ნიკოლას კრუზია, რომელმაც ბრალი უკვე აღიარა. ერ-ერთი დაღუპულის, 14 წლის გოგონას დედამ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თხოვნით მიმართა:

"როგორ ვაძლევთ უფლებას შეიარაღებულ მამაკაცს შემოიჭრას ჩვენი შვილების სკოლაში?! არის თუ არა იქ დაცვა? არის თუ არა იქ მეტალო დეტექტორი? ვიღაც შეშლილი შეიარაღებული უპრობლემოდ შედის სკოლის შენობაში, აკაკუნებს კლასის კარზე, ესვრის ჩემს გოგონას და კლავს მას. პრეზიდენტო ტრამპ!! რა შეგიძლია შენ? შენ შეგიძლია აღმოფხვრა იარაღის ბავშების ხელში მოხვედრა, სკოლის თითოეულ შესასვლელში მეტალო დეტექტორების დამონტაჟება! შენ უამრავი რამ შეგიძლია გააკეთო! ეს უსამართლობაა. ჩვენი შვილები სკოლაში მიდიან და მათ კლავენ! მე 2 საათი გავატარე, რათა ჩემი შვილის დაკრძალვის ცერემონია მომეგვარებინა. შვილის, რომელიც 14 წლის იყო. პრეზიდენტო, გთხოვ რაიმე იღონე!!"
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]