loader

"დილით როცა ვიღვიძებ, არ ვიცი, ვიცოცხლებ თუ არა საღამომდე" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელზეც 43200-ჯერ იძალადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილით როცა ვიღვიძებ, არ ვიცი, ვიცოცხლებ თუ არა საღამომდე" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელზეც 43200-ჯერ იძალადეს

კარლა ხასინტო 12 წლის იყო, როცა პირველად შეუყვარდა. ის ბევრად უფროსი იყო.  კარლა დილის 10 საათიდან შუაღამემდე მუშაობდა. ის მატყუარა აღმოჩნდა.


ოთხი წლის განმავლობაში კარლა ყოველდღე 30 მამაკაცს ემსახურებოდა. გაქცევისა და ჩივილის საშუალება არ ჰქონდა. ვერავისთან იჩივლებდა - კლიენტთა უმეტესობა სწორედ პოლიციელები, სამართალდამცველები, მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და პოლიტიკოსები იყვნენ. გამოსავალს ვერ პოულობდა.


რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა. კარლა სპეციალურად პროსტიტუციის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილმა ვოლონტიორთა ჯგუფმა გაათავისუფლა. კარლასთვის საშინელი აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ ოთხი წლის განმავლობაში მასზე 43200-ჯერ იძალადეს.

გათავისუფლების შემდეგ კარლა თავის გადამრჩენელთა ჯგუფს შეუერთდა. ახლა ეს ახალგაზრდა გოგონა ყოველდღე იბრძვის მძლავრი მსოფლიო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც სულ უფრო მეტ ახალგაზრდას, გოგონასა თუ ბიჭს, სექსუალურ სავაჭრო საქონლად აქცევს.

დღეს კარლა ყოველდღე თავს საფრთხეში იგდებს: „დილით როცა ვიღვიძებ, არ ვიცი, ვიცოცხლებ თუ არა საღამომდე, - ჰყვება 23 წლის გოგონა. - ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი მემუქრება, როცა იმის კეთებას ვიწყებ, რაც უნდა გავაკეთო“.

საქმე ის არის, რომ კარლა და მისი კოლეგები განაგრძობენ გოგონებისა და ბიჭების გათავისუფლებას სუტენიორთა ტყვეობიდან. მექსიკის პოლიცია მოხალისეთა ჯგუფს არასოდეს ეხმარება - ისინი თავადაც სიამოვნებით გახდებოდნენ სუტენიორთა კლიენტები. ამავე მიზეზით, აზრი არ აქვს დასახმარებლად ადგილობრივი პოლიტიკოსებისთვის მიმართვას. და მაინც, საფრთხის მიუხედავად, კარლას და მის მეგობრებს უკეთესი მომავლის იმედი აქვთ.


წყარო