loader

Fergie-მ აშშ-ის ჰიმნი ისე შეასრულა, რომ კალათბურთელებმა სიცილი ვერ შეიკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Fergie-მ აშშ-ის ჰიმნი ისე შეასრულა, რომ კალათბურთელებმა სიცილი ვერ შეიკავეს

ამერიკელმა მომღერალმა ფერჯიმ NBA-ს ALL STAR-ზე აშშ-ის ეროვნული ჰიმნის უცნაური შესრულების გამო ბოდიში მოიხადა. ჰიმნის უცნაური შესრულების დროს მატჩის მონაწილე კალათბურთელებმა სიცილი ვერ შეიკავეს.

"ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო ჰიმნის შესრულება და იმ საღამოს მინდოდა, NBA-სთვის რამე განსაკუთრებული გამეკეთებინა. არტისტულად რისკიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ცხადია, რომ შესრულება სასურველ ჟღერადობაში არ გამომივიდა. მიყვარს ეს ქვეყანა და მართლა ვცდილობდი, კარგად მემღერა", - თქვა ფერჯიმ TMZ Sports-თან საუბარში.


სექსუალურად ნამღერი აშშ-ის ჰიმნის გამო Fergie კრიტიკის ობიექტი გახდა