loader

ელისაბედ მეორე ლონდონის მოდის კვირეულზე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელისაბედ მეორე ლონდონის მოდის კვირეულზე მივიდა

ბრიტანელი მონარქი პირველ რიგში, ჟურნალ Vogue-ის რედაქტორის, ანა ვინტურის გვერდით დაჯდა.

ანა ვინტურს "მოდის ყინულის დედოფალს" უწოდებენ. როგორც "დეილი მეილი" წერს, ფილმში "ეშმაკს აცვია პრადა" მერილ სტრიპის მიერ განსახიერებული გმირის პროტოტიპი სწორედ ვინტურია. ელისაბედი დაესწრო დიზაინერ რიჩარდ ქუინის სამოსის ჩვენებას და მოგვიანებით ის დედოფლის ორდენით დააჯილდოვა.

ბრიტანულ მედიას არ გამორჩა მოდის ჟურნალის რედაქტორის დაძაბული ჟესტები. იმის მიუხედავად, რომ დედოფალი ღიმილით ცდილობდა მის გვერდით მყოფების გამხნევებას, სხეულის ენის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვინტური ძალიან დაძაბული იჯდა.