loader

ქმარმა "ფლეიბოის" მოდელი მოკლა და ფანჯრიდან გადახტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქმარმა "ფლეიბოის" მოდელი მოკლა და ფანჯრიდან გადახტა

მოლდოვაში, კიშინიოვში 31 წლის ფოტომოდელი ანასტასია ჩეკატი ქმარმა მოკლა. ინფორმაციას "სპუტნიკ მოლდოვა" ავრცელებს. სამართალდამცველებმა ქალის ცხედარი მის საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. მოდელს ყელის არეში დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული. სახლში პოლიციელებს დახვდა ჩეკატის 2 კვირის შვილიც.

მკვლელი, სავარაუდოდ, ანასტასიას ქმარია, სტომატოლოგი ალექსეი მიტაკი, რომელმაც თავი მოიკლა.

მკვლელობის ჩადენის შემდეგ მიტაკიმ დაურეკა ნათესავებს და სთხოვა, ბავშვზე ეზრუნათ. ოჯახის წევრების თქმით, ცოლ-ქმარს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. მიტაკის, სავარაუდოდ, სხვა ქალი უყვარდა.

ფოტომოდელი მოლდოვაში ცნობილი იყო ფსევდონიმით Anastasia Cia. ის ჩნდებოდა "ფლეიბოის", "მაქსიმის" და GQ-ს გარეკანებზე.