loader

რატომ დასცინის კანადის პრემიერს მთელი მსოფლიო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დასცინის კანადის პრემიერს მთელი მსოფლიო?

ტრუდო ინდოეთს ერთკვირიანი ვიზიტით, ოჯახთან ერთად ესტუმრა.ინდოეთის პრემიერთან ნარენდრა მოდისთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრუდომ ვახშამზე მიიწვია სიკჰი ექსტრემისტი ჯასპალ ატვალი, რომელიც 1986 წელს ინდოელი მინისტრის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული და ამასთან, წარსულში ტერორისტულ ჯგუფთან იყო აფილირებული.

პრემიერმა ეს საკმაოდ გვიან გაარკვია და "სამწუხარო" უწოდა ფაქტს, თუმცა უკვე გვიანი იყო - ოფიციალურ მიღებამდე ატვალმა ტრუდოს მეუღლესთან, სოფიასთან მოასწრო ფოტოგრაფების წინაშე პოზირება.ამასთან, ერთკვირიანი ვიზიტის დროს, მედიის ყურადღება მიიქცია კანადის პრემიერის ჩაცმულობამაც. ტრუდომ აქაც გადაამლაშა - ოფიციალურ შეხვედრებზე ის ტრადიციულ ინდურ სამოსში, კურტაში გამოწყობილი ცხადდებოდა. ინდოელმა ჟურნალისტებმა სტუმრად მყოფი პრემიერი სოციალურ ქსელში ბოლივუდის მსახიობსაც კი შეადარეს. "ინდოეთში ყოველდღიურად ასე არავის აცვია ბატონო, ბოლივუდშიც კი" - წერდნენ "ტვიტერზე".