loader

დაკავების კადრები - ესპანეთში თაღლითობის, ძარცვის და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ერთი და ესპანეთის სამი მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავების კადრები - ესპანეთში თაღლითობის, ძარცვის და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ერთი და ესპანეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში თაღლითობის, ძარცვის და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ქალი და სამი ესპანელი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ კატალონიის ეროვნული პოლიცია იუწყება.
მათი ინფორმაციით, სახლებში შესაღწევად დაკავებული პირები თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი ხდებოდნენ ასაკოვანი, მარტოხელა, ხშირ შემთხვევაში - ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებული პირები.
საქართველოს მოქალაქე ქალი სატელეფონო ოპერატორის როლს ასრულებდა, ურეკავდა მსხვერპლს და თითქოსდა გაზის კომპანიის თანამშრომლების მისვლის შესახებ ატყობინებდა.