loader

"აღარასოდეს დავბრუნდები მამაკაცთან" - ქალი ამტკიცებს, რომ 12 წლის მანძილზე სულებთან აქვს სექსი და ისინი მამაკაცებზე უკეთესები არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღარასოდეს დავბრუნდები მამაკაცთან" - ქალი ამტკიცებს, რომ 12 წლის მანძილზე სულებთან აქვს სექსი და ისინი მამაკაცებზე უკეთესები არიან


ძალიან ძნელად დასაჯერებელია, თუმცა ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ სულებთან აქვს სექსი.

ამეთისტ რილმის თქმით, ბოლო 12 წლის მანძილზე 20 სხვადასხვა სულთან დაამყარა სქესობრივი კავშირი და ისინი საწოლში რეალურ მამაკაცებზე ბევრად უკეთესები არიან.

27 წლის ქალმა გადაცემაში This Morning ისაუბრა.

რილმის თქმით, უცნაური მოვლენები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმროსთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ამეთისტი სხვა არსებების ყოფნას სახლში მუდმივად გრძნობდა.

"თავდაპირველად, ვგრძნობდი მხოლოდ ენერგიას, შემდეგ კი ფიზიკურადაც ვიგრძენი შეხება ფეხებზე, სუნთქვა ჩემს ყელთან... არასოდეს შემშინებია", - ამბობს ქალი.

რილმის თქმით, თვალით არ დაუნახავს უსხეულო არსებები, თუმცა სიახლოვეს მუდმივად გრძნობდა. ქალი ჰყვება, რომ ერთ-ერთ სულთან რომანი 3 წლის მანძილზე ჰქონდა, ვიდრე სექსის დროს პარტნიორმა არ შეუსწრო.