loader

ამერიკელმა მეცნიერმა შექმნა კიბოს საწინააღმდეგო "ვაქცინა", რომელმაც თაგვები სიმსივნისგან სრულად განკურნა - დაიწყო გამოცდა ადამიანებზეც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა მეცნიერმა შექმნა კიბოს საწინააღმდეგო "ვაქცინა", რომელმაც თაგვები სიმსივნისგან სრულად განკურნა - დაიწყო გამოცდა ადამიანებზეც

ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და ამერიკელი მეცნიერების მეტად სასიხარულო და იმედისმომცემი ექსპერიმენტის შედეგებს ეხება. საუბარია კიბოს საბოლოო დამარცხებაზე. ექსპერიმენტი თაგვებზე ასპროცენტიანი შედეგით დასრულდა და ახლა ადამიანებზე იწყება ამ სიახლის გამოცდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვებში სიმსივნურ კერაში, თ-უჯრედების აქტივაციის შედეგად (თ-უჯრედი არის ლიმფოციტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში უცხო ანტიგენების ამოცნობას და იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს) შორეული მეტასტაზებიც კი გაქრა.
კვლევას ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. ამ ექსპერიმენტის დროს მეცნიერებს სიმსივნის ყველა კერაში, მათ შორის, შორეულ მეტასტაზებში შეჰყავთ 2 სახის იმუნოსტიმულატორი. შედეგი მიღებულია ყველა სახის სიმსივნის დროს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ იმუნოსტიმულატორული აგენტების ძალიან მცირე დოზით უშუალოდ სიმსივნურ კერაში შეყვანა იქნება შედარებით იაფი თერაპია და თანაც, ასეთ მკურნალობას არ ექნება გვერდითი ეფექტები. განაგრძეთ კითხვა