loader

"ხელფასის მატება შოკისმომგვრელია" - კანადაში ექიმები მათთვის ხელფასების მომატებას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელფასის მატება შოკისმომგვრელია" - კანადაში ექიმები მათთვის ხელფასების მომატებას აპროტესტებენ

კანადაში ექიმები მათთვის ხელფასის მომატებას აპროტესტებენ. მედიცინის სფეროს 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ისევე, როგორც რეზიდენტებმა და დაახლოეით 150-მა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა, პროტესტის ნიშნად, საჯარო წერილიც გამოაქვეყნეს.

ექიმების განცხადებით, მომატებული ხელფასის მიღებით ისინი შეურაცხყოფენ ექთნებსა და პაციენტებს, რომლებსაც მძიმე პირობების ატანა უწევთ.

"ექიმებისთვის ხელფასის მატება შოკისმომგვრელია მაშინ, როდესაც ექთნები და სხვა პროფესიონალები მძიმე სამუშაო პირობებში არიან, პაციენტები კი შესაბამისი სერვისების მიღებაში შეზღუდულები არიან, რადგან მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ. ეს კი უკანასკნელ წლებში სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემების ხარჯების შემცირებითაა გამოწვეული" - ნათქვამია წერილში.