loader

დააკავეს საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გერმანიაში სუპერმარკეტებში ქურდობით იყო დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გერმანიაში სუპერმარკეტებში ქურდობით იყო დაკავებული

გერმანიის ქალაქ პადერბორნის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი მამაკაცისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი, ძირითადად, სუპერმარკეტებში ქურდობით იყო დაკავებული.

როგორც გერმანული მედია წერს, ისინი ყოველთვის ერთი სქემის მიხედვით მოქმედებდნენ - ორი მამაკაცი მაღაზიიდან საქონელს იპარავდა, მესამე კი მათ მანქანაში ელოდებოდა. მსგავსი სქემით საქართველოს მოქალაქეებმა პადერბორნ-ელსენში, ბორხენსა და ბად ლიპსრინგეში მდებარე სუპერმარკეტები გაქურდეს.