loader

გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა, საფლავამდე საქმრომ მიაცილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა, საფლავამდე საქმრომ მიაცილა

28 წლის მინა ბასარანი, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, გუშინ დაკრძალეს. ბასარანი მეგობრებთან ერთად დუბაიში იმყოფებოდა, სადაც ქორწინებისწინა წვეულება გამართა. გოგონები კერძო თვითმფრინავით საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ, როდესაც კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, საფლავამდე ბასარანი მისმა საქმრომ, მურატ გეზერმა გააცილა.

"ჩემო ტკბილო ანგელოზო, ძალიან მიყვარხარ, დამელოდე", - დაწერა გეზერმა გარდაცვლილი საცოლესთვის. განაგრძეთ კითხვა