loader

თურქი ჯარისკაცების ემოციური შეძახილები, როცა მათ სირიის ქალაქი აფრინი აიღეს და იქ თურქეთის დროშა ააფრიალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქი ჯარისკაცების ემოციური შეძახილები, როცა მათ სირიის ქალაქი აფრინი აიღეს და იქ თურქეთის დროშა ააფრიალეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ადგილობრივი დროით 08:30 საათის მდგომარეობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციის დანაყოფებმა ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს.

"აფრინის თავზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დროშები ფრიალებს. ახლა აფრინის თავზე თურქეთისა და სირიის გამათავისუფლებელი არმიის დროშები ფრიალებს", - აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რათა აღმოფხვრას ტერორისტების ქმედებების შედეგები სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რეგიონის ინფრასტრუქტურა აღადგინოს.