loader

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის გამოძიებამ ბრალი წაუყენა პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებაში და ლიბიური სახელმწიფო სახსრების დამალვაში. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზი სასამართლო კონტროლის ქვეშ იქნება.

აღსანიშნავია, რომ 20 მარტს საფრანგეთის პოლიციამ ნიკოლა სარკოზი ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა. მას გამომძიებლები 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმეზე ჰკითხავდნენ. აღნიშნული კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის სახელს უკავშირდება. 2016 წელს ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა ინფორმაცია გაამჟღავნა, რომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ტრიპოლიდან პარიზში 5 მილიონი ევრო ჩამოიტანა, რომელიც ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფრანგმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.