loader

ქართველი "კანონიერი ქურდის", რამაზ "ბაღდატსკის" კიევში დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი "კანონიერი ქურდის", რამაზ "ბაღდატსკის" კიევში დაკავების კადრები

კიევში სამართალდამცველებმა "კანონიერი ქურდი" რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ "ბაღდატსკი" დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

„კრიმინალური პოლიციის ოპერმუშაკებმა კიევის ოლქის ტერიტორიაზე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულს მოქალაქეობა არ აქვს, ის უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში განათავსეს. პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ მისი უკრაინიდან გაძევების საკითხი იქნება განხილული“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, 45 წლის რამაზ წიქორიძემ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 1998 წელს მიიღო. ის უკრაინაში 2011 წლიდან იმყოფება. ამ დროის განმავლობაში ის რამდენჯერმე იყო დაკავებული და გაძევებული უკრაინიდან, თუმცა სხვა დოკუმენტებით ახერხებდა დაბრუნებას.