loader

კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, ტატიანა დარსალია, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა, დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კემეროვოში ხანძრის დროს დაღუპული მასწავლებელი, ტატიანა დარსალია, რომელიც მოსწავლეების გადარჩენას ცდილობდა, დაკრძალეს

"როგორც პედაგოგს, არ შეეძლო, ბავშვებს არ დახმარებოდა... კეთილი და ნათელი ადამიანი იყო" - კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებელი ტატიანა დარსალია დაკრძალეს. ის კემეროვოს მე-17 გიმნაზიაში ასწავლიდა. ტატიანა ვიქტორის ასული დარსალია 38 წლის იყო. ის ერთ-ერთი პირველია, ვისი ცხედრის ამოცნობაც მოხერხდა.

დარსალიას მოსწავლეების თქმით, ტატიანა ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, ამასთან, დირექტორის მოადგილე იყო აღმზრდელობით ნაწილში. ამავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია.

რუსეთში, ციმბირში, კემეროვოს ოლქში, სავაჭრო-გასართობ ცენტრ "ზამთრის ალუბალში" გაჩენილ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ბავშვია.