loader

გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი - "როსსელხოზნადზორი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი - "როსსელხოზნადზორი"

გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი, - ამის შესახებ გაზეთ РГ-ს "როსსელხოზნადზორის" ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა იულია მელანომ განუცხადა.

"ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ვადაში გადაწყვეტს. გამორიცხული არ არის, რომ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან გვქონდეს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია და უცნობია, რით არის ის დაკავებული", - აღნიშნავს იულია მელანო.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილიდან რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი "კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო" მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს.