loader

5 დაღუპული და 356 დაჭრილი პალესტინელი: აქცია პალესტინა-ისრაელის საზღვართან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 დაღუპული და 356 დაჭრილი პალესტინელი: აქცია პალესტინა-ისრაელის საზღვართან

პალესტინა-ისრაელის საზღვართან, პალესტინელების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, 5 პალესტინელი დაიღუპა და 356 დაიჭრა, - იუწყება BBC პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, "ცეცხლი აქციაზე მთავარი წამქეზებლების მიმართ გახსნეს". აქციაზე საბურავებს წვავდნენ, "მოლოტოვის კოქტეილებსა" და ქვებს ისროდნენ.
პალესტინის ოფიციალური პირების ინფორმაციით კი, პარასკევს დაწყებულ საპროტესტო აქციებს წინ უძღოდა 27 წლის ფერმერის, ომარ სამურის სიკვდილი, რომელიც ისრაელის მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

პალესტინა-ისრაელის საზღვარზე არსებული კედლის გასწვრივ პალესტინელებმა საპროტესტო აქციებისთვის ხუთი მთავარი ბანაკი აღმართეს. საპროტესტო აქციები, სახელწოდებით "დაბრუნების დიდი მარში" დღეს დაიწყო, რადგან 30 მარტს "მიწის დღეს" აღნიშნავენ.

საპროტესტო აქციები 15 მაისს დასრულდება.