loader

ხანძარი მოსკოვის საბავშვო სავაჭრო ცენტრში - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი მოსკოვის საბავშვო სავაჭრო ცენტრში - არის მსხვერპლი

მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ "Персей для детей"-ში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ნახევარ საათში გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.

"მეხანძრეებმა სავაჭრო ცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს. ხანძრის ჩაქრობისას დაშავდა ერთი და დაიღუპა ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - აცხადებენ უწყებაში. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი შენობის მეოთხე სართულზე, საწყობში გაჩნდა.

სავაჭრო ცენტრი "Персей для детей" 2009 წელს გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიებში ბავშვთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ეტლები, საავტომობილო სავარძლები, საბავშვო ავეჯი და საწოლები, ბავშვთა კვების პროდუქტები, წიგნები და სათამაშოები იყიდება. შენობის ბოლო სართულზე საბავშვო გასართობი კლუბი მდებარეობს.