loader

11 წლის გოგონას, რომელსაც დედა გარდაეცვალა, ავტობუსის მძღოლი ყოველდღე ნაწნავებს უკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 წლის გოგონას, რომელსაც დედა გარდაეცვალა, ავტობუსის მძღოლი ყოველდღე ნაწნავებს უკეთებს

11 წლის გოგონას, რომელსაც დედა 2 წლის წინ იშვიათი დაავადების დიაგნოზით გარდაეცვალა, ვარცხნილობას ყოველდღე ავტობუსის მძღოლი უკეთებს.

"ინდეფენდენთი" წერს, რომ იზაბელა პიერი მამასთან, ფილიპთან ერთად ალპინში, იუტას შტატში ცხოვრობს. ის მიჩვეულია, დამოუკიდებლად მოემზადოს სკოლაში წასასვლელად, თუმცა ვარცხნილობის მოწესრიგებას თვითონვე ჯერ ვერ ახერხებს. გოგონას მამა ამბობს, რომ შვილის თმას, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი მოუხერხა.

ერთ დღესაც ფილიპმა დაინახა, როგორც უწნავდა თმას ავტობუსის მძღოლი ქალი დინი უცნობ გოგონას. იზაბელას მამამ გამბედაობა მოიკრიბა, დინისთვის ეთხოვა, ყოველ დილას მისი შვილისთვის თმა მოეწესრიგებინა. პიერის მასწავლებლები ამბობენ, რომ გოგონას ქცევა საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბავშვზე დინი ზრუნავს.