loader

ბუნების საოცრება: მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილი ყვავილებით დაიფარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუნების საოცრება: მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილი ყვავილებით დაიფარა

ატაკამის უდაბნოს მშრალი, გვალვიანი პლატო სამხრეთ ამერიკაში, ანდების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. ნასას, "National Geographic"-ის და სხვათა მრავალი პუბლიკაციის თანახმად, ატაკამა მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილია. ნალექების რაოდენობა აქ წელიწადში 50 მმ-ზე ნაკლებია. უდაბნო, ძირითადად, მარილის საბადოებისგან, ქვიშისა და ვულკანური ქანებისგან შედგება.

როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, 1570 წლიდან 1971 წლამდე, უდაბნოში წვიმა არ მოსულა.