loader

კანადაში ავარიის შედეგად, 14 ჰოკეისტი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადაში ავარიის შედეგად, 14 ჰოკეისტი დაიღუპა

კანადაში სატვირთო მანქანისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 14 სპორტსმენი დაიღუპა, 14 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსში მყოფი ჰოკეისტების ასაკი 16-დან 21 წლამდე იყო.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, ტრანსპორტში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო, გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.