loader

აიათოლა ალი ხამენეი - "ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ დიდი დანაშაული ჩაიდინეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აიათოლა ალი ხამენეი - "ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ დიდი დანაშაული ჩაიდინეს"

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებს დამნაშავეები უწოდა. "დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ ნახავენ, როგორც გასულ წლებში ვერ ნახეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ", - დაწერა აიათოლა ხამენეიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.


იხილეთ ასევე:

უახლესი კადრები - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სირიის მიმართულებით რაკეტის გაშვების კადრებს ავრცელებს

ბაშარ ასადი სამსახურში მისვლის კადრებს ავრცელებს, სახელწოდებით "სიმტკიცის დილა"

კადრები სირიიდან - ადგილობრივებმა რაკეტის ჩამოვარდნის პირველი წამები გადაიღეს