loader

ღამის ტელესკოპმა გამთენიისას, დამასკოზე მიტანილი ავიაიერიში გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღამის ტელესკოპმა გამთენიისას, დამასკოზე მიტანილი ავიაიერიში გადაიღო

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.

"აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო", - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.

მისივე თქმით, ობიექტის შერჩევა ისე მიმდინარეობდა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო.


ასევე:

აიათოლა ალი ხამენეი - "ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ დიდი დანაშაული ჩაიდინეს"

უახლესი კადრები - საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სირიის მიმართულებით რაკეტის გაშვების კადრებს ავრცელებს

3 ვიდეო, რომელიც თითქოს, სირიაში ავიაიერიშებს ასახავს, სინამდვილეში სხვა დროს ან სხვა ადგილას არის გადაღებული