loader

მოსკოვის მერმა ძაღლების თავშესაფრიდან ოთხფეხა მეგობარი აიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის მერმა ძაღლების თავშესაფრიდან ოთხფეხა მეგობარი აიყვანა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა, ინფორმაციას ტასს.რუ ავრცელებს. ძაღლს ჯოუი ჰქვია.

"ცხოვრების დიდი ნაწილი შინაურ ცხოველებთან ერთად მაქვს გატარებული. ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, გავზარდო ძაღლი, ვასეირნო, ვიზრუნო მასზე, ამიტომ გადავწყვიტე, თავშესაფრიდან ამეყვანა მიტოვებული ძაღლი," - განაცხადა სობიანინმა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა იმ მოსკოველებს, რომლებსაც თავშესაფრიდან უპატრონო ძაღლები აჰყავთ.

თებერვალში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან უპატრონო ძაღლი აიყვანა თბილისის მერმაც, კახა კალაძემ მას ტიფანი დაარქვა, ძაღლი თბილისის მთავრობის სხდომასაც დაესწრო.


იხილეთ ასევე:


ძაღლი ტიფანი თბილისის მთავრობის სხდომებს ესწრება