loader

კადრები ერევნიდან, სადაც პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ერევნიდან, სადაც პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კონსტიტუციური სასამართლოს შენობამდე მივიდნენ, სადაც მათ პოლიციელებმა გზა მავთულხლართებით გადაუკეტეს. NEWS.am.ამ-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამასთან, აქციაზე დემონსტრანტების ლიდერი, პარტია "სამოქალაქო თანხმობის" საბჭოს წევრი ნიკოლ ფაშინიანი დაშავდა.

პარლამენტის დეპუტატის ლენა ნაზარიანის განცხადებით, ფაშინიანმა ხელისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო და ახლა ის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

"რადიო თავისუფლებასთან" კომენტარში ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ის მომიტინგეებს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ერევნის ცენტრში აქცია დილიდან იმართება. აქციის მიზანია პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.