loader

რუსეთში, მე-9 კლასის მოსწავლე სკოლაში რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში, მე-9 კლასის მოსწავლე სკოლაში რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა

რუსეთის ქალაქ სტერლიტამაკში მეცხრე კლასის მოსწავლე სკოლაში რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა და ერთ-ერთი კაბინეტის დაწვა სცადა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი თავს დაესხა გოგონას და მასწავლებელს, შემდეგ კი კაბინეტისთვის ცეცხლის მოკიდება სცადა. მოგვიანებით მას თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლე თავდამსხმელისგან თავის დასაღწევად ფანჯრიდან გადახტა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. კიდევ ერთ პედაგოგს ცივი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობები აღენიშნება. თვითონ თავდამსხმელმა კი შემდეგ ყელზე დანა გადაისვა. სულ თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული.