loader

ერევანში ოპოზიციონერმა აქტივისტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, მობილიზებულია პოლიციის ძალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში ოპოზიციონერმა აქტივისტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, მობილიზებულია პოლიციის ძალები

ერევანში ოპოზიციონერმა აქტივისტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. კერძოდ, გადაკეტილია ყველა მისასვლელი საფრანგეთის მოედნამდე.

"ჩვენი პროტესტი გრძელდება. ჩვენ მივაღწევთ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას. გუშინ პროვოკატორებმა მაშტოცის გამზირზე არეულობა მოაწყვეს. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს ჩვენი მომხრეები არ არიან", - განაცხადა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია დაკავებებს ახორციელებს. ასევე, ქალაქის ცენტრში პოლიციის ძალებია მობილიზებული.