loader

10 გარდაცვლილი, 15 დაშავებული - კადრები კანადიდან, სადაც სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულეების ნაკადში შევარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 გარდაცვლილი, 15 დაშავებული - კადრები კანადიდან, სადაც სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულეების ნაკადში შევარდა

კანადაში, ტორონტოში სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულეების ნაკადში შევარდა. "სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით, შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის, მარკ სონდერსის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მძღოლი 25 წლის ალეკ მინასიანია, ონტარიოდან. ის შემთხვევიდან 30 წუთის შემდეგ დააკავეს. მანქანა მას ნაქირავები ჰქონდა.

სონდერსი ამბობს, რომ წინასწარი გამოძიების მიხედვით, მინასიანმა დანაშაული განგებ ჩაიდინა.

რვა პაციენტი სანიბრუკის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათგან ორი გარდაიცვალა. დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.