loader

95 გარდაცვლილი და 143 დაშავებული - ინდოეთის ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

95 გარდაცვლილი და 143 დაშავებული - ინდოეთის ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ჩრდილოეთში ძლიერ ქვიშის ქარიშხალს სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით ადამიანი დაშავებულია, - ამის შესახებ ტელეარხი NDTV იუწყება.

მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი მსხვერპლი - 64 ადამიანი უტარ-პრადეშის შტატში დაფიქსირდა. მხოლოდ ქალაქ აგრაში, სადაც ცნობილი მავზოლეუმი „თაჯ-მაჰალი“ მდებარეობს, სტიქიას 43 ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ 31 ადამიანი რაჯასტანის შტატში დაიღუპა, სადაც ქვიშის ქარიშხალს ძლიერი წვიმა მოჰყვა.